,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. მისი შეფასებით ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ენმ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ამოცანის გზას აცდა.
,,მიხეილ სააკაშვილთან პირველი ჩემი უთანხმოება იყო ყრილობის დიდგორზე ჩატარებასთან დაკავშირებით. მტკივნეულად აღიქვა, რომ არ დავეთანხმე. ჩემი მასთან ურთიერთობის მუდმივი ხაზი იყო ასეთი - არასდროს იქნება ისე, რომ, როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცევი. შეიძლება, მქონდეს შენგან, ბაქრაძისგან, ბოკერიასგან განსხვავებული აზრი და ეს არის ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ამას კი არ უნდა აღიქვამდე შენ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, პირიქით, უნდა დაეყრდნო პარტიის ახალ თუ ძველ წევრებს, რომელთაც უნდათ კამათი, მაგრამ გვაერთიანებს საერთო ამოცანა.
მაშინ ეს მან, როგორც მივხვდი, მიიღო, თუმცა, საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ დღეს ასე დგას საკითხი, რომ თუ არ იზიარებთ იმას, რასაც ამბობს მიშა, მაშინ არ ხართ ამ პარტიის წევრები.
პრობლემა განა იმაშია, რომ, როგორც მე მინდა, ისე უნდა იყოს, პრობლემა იმაშია, რომ ეს მთავარ ამოცანას გვაცდენს - რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და შევცვალოთ ეს ხელისუფლება. როცა გადმოდიან ლანძღვაზე, ასე ვწყდებით მთავარ ამოცანას'', - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.