,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი თანაპარტიელ გივი თარგამაძეს სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ ენმ ამთავრებს არსებობას.
”ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ), - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ,,შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“.