პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისების თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა.
მისი თქმით, ამ თემაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს.
„ამ საკითხზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. მე მგონი, შესაძლებელია გარკვეული ბალანსის მოძებნა, რომ ერთი მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, იმ შიშებს თავიდან ასაცილებლად, რომ შეიძლება, მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე დიდი დოზით და მასშტაბურად გადაფორმება მოხდეს. მე მგონი, შესაძლებელია გარკვეული შუალედური ვერსიის მოძებნა. რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტრო ამაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,ქართული მისია’’, ”პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობა” და არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღეს საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ, სახელწოდებით „ხელისუფალნო, არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას“.