,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა და ტერორიზმი არის ძალიან დიდი გამოწვევა დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის.
,,ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გაერთიანდეს იმის წინააღმდეგ, რომ არავის მიმართ ძალადობა არ იყოს პოლიტიკური მიზნების მიღწევის ხერხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მყარად უნდა ვიყოთ იმ პოზიციაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავამარცხოთ ეს საერთო საფრთხე",- განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ასევე გამოეხმაურა ბერლინის ტერაქტს და აღნიშნა, რომ ეს არის ტერორისტული აქტების ჯაჭვი, რომელიც გრძელდება ევროპაში და ეს არის საერთო გამოწვევა არა ცალკე აღებული ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს.
,,ტერორიზმი არის ჩვენი ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალიან მტკიცედ უნდა ვიყოთ, მათ შორის ჩვენც“, - აღნიშნა დეპუტატმა.