საქართველო უერთდება გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სირიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენც ამ პროცესში ვუერთდებით გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„სირიაში მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით, საქართველო ჩართული იყო ყველა მიმდინარე დისკუსიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უშიშროების საბჭოს წევრები არ ვართ, ჩვენ მის მუშაობაში მონაწილეობა არ მიგვიღია. მაგრამ ყველა ინციატივები და რეზოლუციები იყო ჩვენს მიერ დასპოსნორებული და ჩვენ ვართ შეერთებული ყველა რეზოლუციას, რაც სირიასთან მიმართებაში არის გაერო-ს ფარგლებში. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კომისიაში, რომლის წევრი ჩვენ 2016 წლიდან ვართ, აქტიურად ვიღებდით დისკუსიაში მონაწილეობას. ჩვენი წარმომადგენელი სიტყვითაც გამოვიდა და შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ცეცხლი და საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონოდა წვდომა ამ ტერიტორიებთან“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.