19 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ახალი ქართული ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრემიერა.
პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
„მტერი ჩემი-ძმა ჩემი“ მოგვითხრობს 1991-1993 წლებში აფხაზეთში მოხდარ კონფლიქტზე, სადაც ასახულია ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობა, ასევე, კავკასიელ ხალხთა დამოკიდებულება აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით.