15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
სპეციალურად გამოფენისთვის 65-მდე ტრადიციული რეწვის ოსტატმა ასოციაციასთან თანამშრომლობით საახალწლო ნივთები შეჰქმნა, რომელიც ორი კვირის მანძილზე წარმოდგენილი იქნება სავაჭრო გალერეა „მერანში“ გამოფენა-გაყიდვაზე.
პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვის სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ხელნაკეთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ასოციაციის მარკეტინგის სტრატეგია ორიენტირებულია ადგილობრივი მომხმარებლის სეგმენტის გაძლიერებაზე, რის მისაღწევადაც ორგანიზაცია წლის განმავლობაში ატარებს პროდუქციის განვითარების ტრენინგებს და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მართავს თემატურ გამოფენა-გაყიდვებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა პროდუქციის განვითარების ტრეინინგი იყო, რომელიც ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის ასორტიმენტის, დიზაინის და მისი კონკურენტუნარიანობის განვითარება-გამრავალფეროვნებას ისახავდა მიზნად.
გამოფენა-გაყიდვა ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება. გამოფენა გარდა იმისა რომ ადგილობრივი ოსტატების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ასევე ადგილობრივ მომხმარებელს ხარისხიანი, განსხვავებული და ქართულ საახალწლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება.