„ლარზე პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების უუნარობა მოქმედებს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი ვარაუდით, კრიზისი გამწვავდება და ლარის კურსი სამ ლარამდე ავა.
„ლარზე პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების უუნარობა მოქმედებს და მე მგონი, მთელ მთავრობას აჟრიალებს უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებენ. ლარის კრიზისის გადარჩენის გეგმა ვერ მოვისმინე, ამ ხელისუფლებას ასეთ გეგმა არ აქვს. ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ჩვენ ამ ბიუჯეტს. ვამბობ, რომ კრიზისი გამწვავდება და სამ ლარამდე ავა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.