საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, რატომ ხდება პოლიციელების ხელფასის ხარჯზე, სუს-ისა და პროკურატურის დაფინანსების ზრდა. მისი განმარტებით, საპოლიციო უწყებებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 23 485-ია, პოლიციელთა რიცხოვნობა არ მცირდება, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, 2015 წელთან შედარებით პოლიციელთა შრომის ანაზღაურებას 27 მილიონი ლარი აკლდება.
კახიძის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოდგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ პოლიციელთა ხელფასი არ მცირდება, ხდება მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტით, პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ნაწილში 2015 წელთან შედარებით, 27-მილიონიან კლებას, ეს კაკაურიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით ახსნა.