პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, “არაკორექტულია“პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადება, საკონსტიტუციო კომისიის ვიწრო პოლიტიკური ხედვით შექმნის შესახებ. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ.
“საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას. ჩვენ დაველოდებით მათ წარდგენას. რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან - ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეიქმნება“, - განმარტავს კობახიძემ.
ამ ეტაპისთვის უცნობია, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პროცესების განვითარებას დააკვირდებიან და მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.