სტამბოლის ტერაქტების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მასშტაბური რეიდები დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეცოპერაციები ქვეყნის 4 პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულია 100-მდე ადამიანი. ისინი პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიის წევრები არიან. დაკავებულთა შორის რამდენიმე პარტიული მაღალჩინოსანიცაა. მასშტაბური ტერორისტული აქტები სტამბოლში 10 დეკემბრის ღამეს განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ „თავისუფლების ქორებმა“ აიღო.