დონალდ ტრამპი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აკრიტიკებს. მისი უკმაყოფილება უწყების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ გამოიწვია, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნებში რუსეთს ტრამპის გამარჯვება სურდა, რისთვისაც რუსმა ჰაკერებმა დემოკრატიული პარტის ოფისზე კიბერთავდასხმები განახორციელეს. განცხადება არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსთან გააკეთა. მას დაზვერვის სამსახურის დასკვნის არ სჯერა, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტს ჰილარი კლინტონის მარცხის გასამართლებლად იყენებენ.