ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. კაიროში კოპტურ ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ჰოსპიტალიზებულია სულ მცირე 35 ადამიანი.
ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე მოხდა.
ამ დრომდე უცნობია აფეთქების მიზეზი. ინციდენტის ადგილას მივიდა ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების უფროსი კაიროში ჰალიდ აბდელ აალი.
წმინდა მარკოზის ტაძარი ეგვიპტეში კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარია. აფეთქების შედეგად ტაძრის სახურავი დაზიანდა.
სხვადასხვა მონაცემებით, ქრისტიანი კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10-15%-ს შეადგენენ.