13 დეკემბერს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში გაიმართება ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ანარეკლი“. ეს არის თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში. ამ ფოტოსერიაზე ბექა ჯავახიშვილი მთელი 8 თვის მანძილზე მუშაობდა, წვიმის კადრებში ანარეკლები და პარალელური სამყარო დაინახა. ასე განისაზღვრა გამოფენისთვის ფოტოგრაფის ხედვა და კონცეფცია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის ეს სერია „მოგზაურობაა სხვა სივრცეში“. პერსონალურ ექსპოზიციაზე ფოტოებთან ერთად წამოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც.
ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია!
ფოტოგამოფენები:
2014 წელი - ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ჯგუფური ფოტოგამოფენა „ფანჯარა სამყაროში“.
2013 წელი - I პერსონალური გამოფენა „უნიკუმი“, ღია სივრცეში.
2010 წელი - ფოტოფესივალი „ქოლგა“, ჯგუფური გამოფენა.
გამოფენის ააწყობენ 12 დეკემბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)გამოფენო დარბაზი.