რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათიდან გაიხსნა. მთავარ კონკურენტებად არჩვნებში სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-ლიბერალური პარტიები განიხილება. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში გამარჯვებისა და უმრავლესობის ფორმირების რეალური შანსი სოციალ-დემოკრატებს აქვთ.