ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში ისტორიულ ქალაქ პალმირაზე შტურმი მიიტანეს. შეტაკებები ქალაქის მისადგომებთან მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სირიის სახელისუფლო ძალებმა ისლამისტების შეტევის მოგერიება შეძლეს. შეტაკებებს 30-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. ისტორიულ ქალაქზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ 2 წლის წინ დაამყარა, თუმცა სირიის არმიამ პალმირა 4 თვის წინ გაათავისუფლა. ისლამისტებმა ქალაქში ისტორიული ძეგლები გაანადგურეს.