მორიგი კატასტროფა ნიგერიაში. ქალაქ უიოში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო შტატის გუბერნატორმაც. კატასტროფის მიზეზი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. ეკლესიის მშენებლობა უიოში გასულ კვირას დასრულდა.