კოლუმბიის პრეზიდენს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ოსლოში გაიმართა. ხუან მანუელ სანტოსი ნობელის კომიტეტმა რადიკალურ დაჯგუფება ფარკთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისთვის აღიარა, რამაც 52 წლიანი სამოქალაქო ომი დაასრულა. ნახევარ საუკუნიანმა სამოქალაქო დაპირისპირებამ კოლუმბიაში 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.