გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პოპულარული რეალითი-შოუს წამყვანობასაც შეითავსებს, დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო. „ამ შოუსთან ამჟამად არანაირი კავშირი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ის მე და მარკ ბიმ მოვიგონეთ და მის განვითარებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. რაც შეეხება იმას, რომ თურმე შოუს პრეოდუსერი ვიქნები, ეს მორიგი ფეიკია,“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი ტელეშოუ სელებრითის პროდიუსერი იქნებოდა, ამერიკულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა.