სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებმა სეულის ქუჩებში ათასობით ადამიანმა იზეიმა. დემონსტრანტებმა პან კინ ხეს დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს. სამხრეთ კორეის ლიდერს უსიამოვნებები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მეგობარი ქალი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს. კორუფციულ სკანდალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, რის გამოც მის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს.