საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეროვნული ასამბლეა და სენატი მომდევნო კვირას განიხილავენ.