ბოლო 48 საათის განმავლობაში ალეპო 50 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. შოიგუს უწყების წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, დროებითი ზავით ისარგებლა ათასამდე ამბოხებულმაც. მათ იარაღი დაყარეს და ალეპო დატოვეს. ამ დროისათვის აღმოსავლეთ ალეპოს მთლიანად ასადის არმია აკონტროლებს.