ჰამბურგში ეუთოს სამიტი დასრულდა. ფორუმის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო. სხდომის დასასრულს სამიტის მონაწილეები უკრაინის შესახებ დეკლარაციის მიღებას გეგმავდნენ, თუმცა დოკუმენტი რუსულმა მხარემ დაბლოკა. უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას გეგმავს ევროკავშირიც. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ.