ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული წვრთნა ჩატარდა. სპეცრაზმელებმა შესაძლო თავდასხმაზე რეაგირების ტექნიკა დაამუშავეს. სწავლებას, რომელიც ევროპული საბჭოს შენობაში გაიმართა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ. წვრთნაში ფრანგი, ბელგიელი, ჰოლანდიელი და სლოვაკი სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ.