მადონა კიდევ ერთხელ აღიარეს. პოპ-ვარსკვლავი ბილბორდმა წლის ქალბატონად აღიარა. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ნიუ იორკში გაიმართა. "მადლობა 34 წლიანი კარიერის დაფასებისთვის. წარმატებებს ყოველთვის თან ახლდა პრობლემები, სექსიზმი, ქალლოძულეობადა ცილისწამებები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა,"-განაცხადა ლეგენდარულმა პოპ-ვარსკვლავმა.