აფრიკელი მიგრანტები მაროკოში ესპანური ანკლავის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მათ 6 მეტრიანი მავთულხლართების ბარიერი გაარღვიეს. ჯამში სეუტას და მელილას ტერიტორიაზე 438-მა მიგრანტმა შეაღწია. ისინი დროებითი განთავსების ცენტრებში გადაიყვანეს, სადაც სტატუსს დაელოდებიან.