ტერორისტული აქტების სერია ნიგერიაში. ქალაქ მადაგალში თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. ადგილობრივე ხელისუფლება ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ბოკო ჰარამის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.