ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ალეპოს რაიონები 18 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს მას შემდეგ მიეცათ, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა დროებითი ზავი გამოაცხადა. რუსული მხარის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით 28 ამბოხებულმა ისარგებლა და იარაღი დაყარა. მხოლოდ ბოლო 26 დღის განმავლობაში ალეპოში შეტაკებებს 800-ზე მეტი ამბოხებული ემსხვერპლა. ოპოზიციამ კონტროლი მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 80 პროცენტზე დაკარგა.