ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა რუსეთმა იქონია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. „ასეთი ბრალდებებით გამოდიან ისინი, ვინც ამტკიცებდა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. არჩევნები დიდი ხანია, დონალდ ტრამპის გამარჯვებით დამთავრდა და მოვიდა დრო, ამერიკა ისევ დიადი ქვეყანა გავხადოთ,“-ნათქვამია განცხადებაში. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კამპანიისას რუსეთი უწევდა დახმარებას, რაზეც დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს უტყუარი ინფორმაცია აქვს.