საქართველოს მთავრობა სათაფლიის რეაბილიტაციის პროგრამისათვის გაზრდილი ბიუჯეტიდან 555 ათას ლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემა პაპუნა პეტრიაშვილმა დღეს, პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება და აქედან სახელმწიფო 555 ათასს სათაფლიის რეაბილიტაციის პროგრამისათვის გამოყოფს. პეტრიაშვილის განმარტებით, სათაფლიის რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს BP და სახელწმიფოსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად სახელმწიფომ უნდა მიიღოს აღნიშნული პროგრამის განხორციელებაშიც მონაწილეობა და შესაბამისად თანხა ამ მიზნით იქნება გამოყოფილი.
გარემოს დაცვის მინისტრის მოაგდილის გოჩა მამაცაშვილის განმარტებით, BP-ს აღნიშნული პროგრამისათვის გათვალისწინებული აქვს 3 მილიონ 500 ათასი ლარი, საიდანაც 1 მილიონ 700 ათასი ლარი უკვე გამოყოფილია.
მამაცაშვილი აღნიშნულ პორგრამას ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის განხორციელება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.