ავღანეთში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ალან ბრაუნი ბაგრამის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი სპეციალური რეისით ვაშინგტონში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკულ ბაზაზე თავი 12 ნოემბერს გაიფეთქა, რასაც 4 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.