პაკისტანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ლაინერის ბორტზე, რომელიც ჩიტრალა-სლამაბადის რეისს ასრულებდა, 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები დაკარგულ თვითმფრინავს უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ეძებენ.