სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები ძველ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალეპოს ცენტრს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აჯანყებულები აკონტროლებდნენ.