მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 57-ჯერ დაირღვა. აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით მთელი ღამის განმავლობაში უხსნიდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.