საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი აცახადებს, რომ ,,რუსთავი 2“ - ის საკითხი ყოველთვის დგას მნიშვნელოვან შეხვედრების დროს დღის წესრიგში.
„ეს საკითხი ყოველთვის დგას ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვედრის დღის წესრიგში. ვიქტორ დოლიძესთან ჩემი შეხვედრა შედგა ასოცირების საბჭოს სხდომიდან რამდენიმე დღის შემდეგ და ყველამ ვნახეთ, რა მოხდა ბრიუსელში. ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ამ თემაზე. ეს საკითხი ნახსენები იყო პრესის თავისუფლებისა და პლურალიზმის ზოგადად კონტექსტში და ბევრს ვერაფერს დავამატებ,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.