ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები დამკვეთების დასჯას მოითხოვენ. ფოტოგრაფები ზურაბ ქურციკიძე აცხადებს, რომ ფოტოგრაფების დაკავება მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი იყო.
„ბრალდება იყო, თითქოს მე ვიყავი ქსელის ორგანიზატორი, 2004-ში ვიყავი გადაბირებულები მეორე ქვეყნის მიერ და შემდგომ მე გადავიბირე ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც - გედენიძე და აბდალაძე. თითქოს მერე ვაგროვებდი ფოტომასალას და ვაწვდიდი რუსეთის სპეცსამსახურებს. რეალურად ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის ფოტოებისთვის და ეს იყო მთავარი მიზეზი ჩვენი დასჯის. ვფიქრობ, მაღალჩინოსნების ინტერესი იყო ჩვენი დაკავება, ეს ადამიანები, ვინც დაასახელეს, არიან უბრალოდ შემსრულებლები, ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას“, - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.