GEM-Fest-მა ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და ფესტივალის ტერიტორიაზე ბარების, რესტორნების და ფასთფუდის ობიექტების განაწილება დაიწყო.
18 ჰაფართობზე 12 სრულფასოვანი რესტორანი უნდა განთავსდეს, რომ ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას, სივრცეში ასევე 20-მდე ფასფუდ წერტილი და 30 ბარი განთავსდება, რაც 100 000-მდე დამსვენებელსა და გართობის მსურველს უპრობლემოდ მოემსახურება.
ფესტივალის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, უპირატესობა რესტორნების მოსაწყობ ადაგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცემათ და 600 კვადრატულ მეტრ სარესტორნო ფართში ისინი იჯარის თანხას არ გადაიხდიან.
ტენდერი ინტერესის გამოხატვის სახით ხვალ გამოცხადდება და მასში ყველა მსურველს ექნება საშუალება მონაწილეობის მიღების.
ობიექტის დიზაინი, წესდება და პროდუქციის გასაყიდი ფასის ზედა ზღვარი ჯემ ფესტის ადმინისტრაციასთან შეთანხმდება.