,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მისი თანაგუნდელი ცილისმწამებლურ განცხადებას ავრცელებს, რითაც მხარდამჭერებს აკომპლექსებს.
,,ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა. თხზავენ ცილისწამებებს, რათა ხალხი დააკომპლექსონ ამა თუ იმ ჯგუფის პარტიის შიდა პროცესებში თითქოსდა ჩართულობით. ჩვენი მხარდამჭერებისა და აქტივისტებისათვის ყველაფერი ნათელია, 20 იანვარს ყრილობა კი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს», - წერს ,,ფეისბუქზე“ დავით კირკიტაძე.