პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ფასების მოსალოდნელი ზრდა არ შეაწუხებს მოსახლეობას.
,,ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა”, - აღნიშნა ძიძიგურმა ექსპერტების პროგნოზებზე საუბრისას, რომლის თანხამადაც, ხალი წლისთვის ფასების ზრდა შესამჩნევი გახდება.
როგორც ძიძიგურმა განმარტა, ეს მეცნიერულად არის გათვლილი.
"ეს არის გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას",- განაცხადა ძიძიგურმა.