,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების“ ცილისწამებას საბოლოოდ აეხადა ფარდა. ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, კახიძე ამბობს, რომ მიცვალებულის სახელით სპეკულირება უნდა დასრულდეს.
„კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ,,ქართული ოცნების“ ცილისწამებას და მიცვალებულის სახელით სპეკულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალებით,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.