6 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის” ბერძნულ ენაზე თარგმნილი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
„ვეფხისტყაოსანი“ ბერძნულ ენაზე ნახევარი საუკუნის წინ ემანუილ მუტაფიდმა თარგმნა. ეს პოემის ამ ენაზე ამეტყველების პირველი ცდაა. ტექსტის ხელნაწერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, ხოლო წიგნი კი მთარგმნელის შთამომავალმა გრიგოლ კირიაკომ წელს გამოსცა ათენში. გამომცემლის დაკვეთით საბერძნეთშივე შესრულდა ტექსტისთვის დართული ილუსტრაციებიც.
წიგნის პრეზენტაციას გამომცემელიც დაესწრება, რომელიც საბერძნეთიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვა.