აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას მან გრენლანდიასთან დაკავშირებით სამომავალო შეთანხმებას საფუძველი ჩაუყარა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა განაცხადა.
ტრამპმა დაწერა, რომ რუტესთან შეთანხმებების წყალობით, ის არ გეგმავს ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი იქნება შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის.
„ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შედეგად, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით სამომავლო შეთანხმებას. ეს გადაწყვეტილება, თუ განხორციელდება, შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის“, - დაწერა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან, რომელიც ასევე განკუთვნილია გრენლანდიის დასაფარად.
შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაუძღვებიან.