სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. აბუ ბაქრ ალ ჰაკიმი რაკაში უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. ავიადარტმის შედეგად მისი რამდენიმე მებრძოლიც დაიღუპა. ალ ჰაკიმი პარიზისა და ტუნისის ტერაქტების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ის ტუნისელი დეპუტატის, მუჰამედ ბრაჰიმის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა.