უამინდობა პოლონეთში. დიდთოვლობას, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი ემსხვერპლა. უამინდობის გამო 200 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დღე-ღამის განმავლობაში 1300-მდე ზარი შევიდა. მეტეოროლოგთა ვარაუდით, უამინდობა პოლონეთში კვირის ბოლომდე გასტანს.