ავსტრიაში პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო ყუთები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 7 საათზე გაიხსნა. განმეორებით არჩევნებში ერთმანეთს მწვანეთა პარტიის ლიდერი ალექსანდრ ვან დერ ბელენი და მემარჯვენე თავისუფლების პარტიის კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი უპირისპირდებიან. საპრეზიდენტო არჩევნები ავსტრიაში გაზაფხულზე ჩატარდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის მიზეზი საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები გახდა.