იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი ტარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცია. მისი ინიციატივით, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე უნდა შემცირდეს. რეფორმის შედეგად ქვეყნანაში რეგიონალური ადმინისტრაციების უფლებამოსილებაც შემცირდება. პრემიერის თქმით, სენატის წევრების რაოდენობის შემცირება სახელმწიფო ხარჯებს დაზოგავს.