კრიშტიანო რონალდოს შემდეგ გადასახადების დამალვაში მისი თანამემამულე ჟოზე მოურინიოც დაადანაშაულეს. გამოცემა სანდეი თაიმსის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაითედის მწვრთნელი გადასახადების გადახდას თავს ოფშორების მეშვეობით არიდებდა. 2010-2013 წლებში მან ამ გზით 13 მილიონი დოლარი დამალა. ანალოგიურ ბრალდებას უყენებენ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს. ორივე მათგანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.