უზბეკეთი პრეზიდენტს ირჩევს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში დღეს იმართება. ერთადერთ რეალურ კანდიდატად არჩევნებში შავტაკ მირზიოევი განიხილება, რომელიც ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. კარიმოვის მემკვიდრედ მისი ქალიშვილი, გულნარა კარიმოვა მოიაზრებოდა, თუმცა რამდენიმე წელია, ქვეყანაში პოლიტიკური გავლენა დაკარგა და ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.