მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. სოფელ თალგიში უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფმა ამბოხებულთა ლიდერი რუსტამ ასელდეროვი და მისი დაჯგუფების 4 წევრი გაანადგურა. ასელდეროვი ე.წ. კავკასიის ვილაიათის ლიდერი იყო, რომელმაც 2015 წელს ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცა. ის ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილი თავდასხმებისა და ტერაქტებისთვის იძებნებოდა.