საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ბარაქ ობამა კარიერის გაგრძელებას მედია სფეროში არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ობამა ახალი მედია ტექნოლოგიებით მართლაც არის დაინტერესებული, თუმცა ამ ბიზნესით არ დაკავდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრი სახლის ლიდერი პოსტის დატოვების შემდეგ შესაძლოა მედიამაგნატი გახდეს, გამოცემა მიკმა გაავრცელა. ამავე წყაროს თანახმად ობამა კომედიური სერიალების გადაღებასაც აპირებს.